გუგლის კვირეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
Google კვირეული
-21 მაისს Silicon Valley Tbilisi-ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში გაიმართება Google კვირეული.
კვირეული ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია გააცნოს მომხმარებელს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში, მოახდინოს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და გაცნოს სამომავლო ტენდენციები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სილიკონ ველი თბილისი, Google Developers Group (GDG) Tbilisi, სარეკლამო სააგენტო ,,Leavingstone” და Geolab. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია ყოველწლიური ღონისძიებიდან i/o Extended კალიფორნიიდან, გუგლის პროდუქტების და ახალი შესაძლებლობების განხილვა, აგრეთვე Silicon Valley Tbilisi Challenge – 2 დღიანი შეჯიბრი დეველოპერებისთვის, პროგრამისტებისთვის, სტარტაპერებისთვის, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
განრიგი:
✔ 17 მაისი:
➸ 20:00 კვირეულის გახსნა
➸ 21:00 i/o Extended Google Keynote live ტრანსლაცია კალიფორნიიიდან
✔ 18 მაისი:
➸ 18:30 Leavingstone – Google Ads
➸ 19:30 i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან AMP Ads: Better Advertising on a Faster Web
✔ 19 მაისი:
➸ 12:00 – ციფრული საწარმოების EXPO
➸ 15:30 – CodeLab Workshop
➸ 17:30 – Google Products
➸ 18:30 – Google Firebase
➸ 19:30 – i/o Extended live ტრანსლაცია კალიფორნიიდან: Machine Learning and AI (how to accelerate your app with AI)
✔ 20 მაისი:
➸ 09:00 – Silicon Valley Challenge
✔ 21 მაისი:
➸ 09:00 – Silicon Valley Challenge