გიორგი კეპულაძე
გიორგი კეპულაძე არის ეკონომიკის დოქტორი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. იგი ასევე მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ–ერთ სსიპ–ში უფროს სპეციალისტად. მრავალწლიანი აკადემიური გამოცდილებით გიორგი ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, სადაც ასოცირებული ან სრული პროფესორის პოზიციებს იკავებს და რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს.
გიორგი კეპულაძე არის დაახლოებით 50 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და 15 კვლევით პროექტში ავტორისა და კოორდინატორის სტატუსით. იგი ასევე წარმოადგენს სამეცნიერო ჟურნალების Black Sea Scientific Journal of Academic Research, The Caucasus: Southern Caucasus Scientific Journal და Economic and Social Analysis Journal of Southern Caucasus სარედაქციო საბჭოს წევრს. პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გიორგი მონაწილეობდა 40-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სასერთიფიკატო ტრენინგში.
მისი საერთაშორისო აკადემიური და კვლევითი ჩართულობა მოიცავს ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს “Georgian Community in the Czech Republic”, რომლის ავტორიც თავადაა; ასევე სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიების პროგრამის (National Scholarship Programme of the Slovak Republic, SAIA) ფარგლებში განხორციელებულ კვლევით ინიციატივას.
გარდა ამისა, გიორგი კეპულაძე არის სამეცნიერო კომიტეტის წევრი პროექტში “Labour Market New Challenges: the COVID-19 Pandemic Context”, და მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ Twinning Fiche პროექტში.