გიორგი ბენაშვილი
გიორგი ბენაშვილი არის ეკონომისტი და მკვლევარი, საერთაშორისო ეკონომიკის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალიზაციით. ის არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ასწავლის კურსებს საერთაშორისო ეკონომიკაზე, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბაზრებზე, ეკონომიკურ თეორიასა და სკანდინავიურ ეკონომიკურ მოდელზე, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო საფეხურებზე.
გიორგის აქვს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც მისი კვლევა ეხებოდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს და მათ გავლენას მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი აკადემიური კარიერა მდიდარია პრესტიჟული საერთაშორისო სტიპენდიებით, და აკადემიური მობილობებით, მათ შორის Wirtschaftsuniversität Vienna-ში, ტარტუს უნივერსიტეტში, ბრემენის უნივერსიტეტში და ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტში DAAD-ის, OeAD-ის, სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიების პროგრამის და დორა პლუსის დაფინანსებით.
აკადემიის საქმიანობის გარდა, გიორგი ბენაშვილი არის სახალხო დიპლომატიის ენთუზიასტი და პოლიტიკური კომენტატორი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი იგი ხელმძღვანელობს ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს ქართველი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში, STEM და სამეწარმეო სფეროებში.
გიორგი არის ხშირი მომხსენებელი და მოდერატორი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებსა და პოლიტიკის ფორუმებზე, მათ შორის ეკონომიკურ ფორუმზე კარპაჩში (პოლონეთი) და სხვა აკადემიური კონფერენციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მან ასევე მიიღო მონაწილეობა უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ისეთ პრესტიჟულ პროგრამებში, როგორიცაა მანფრედ ვორნერის სემინარი, რომელიც ორგანიზებულია გერმანიის ბუნდესვერის მიერ და ვარშავის ევროატლანტიკური საზაფხულო აკადემია (WEASA) ნატოლინის ევროპის კოლეჯში.
გიორგი ბენაშვილი არის ცხრა აკადემიური პუბლიკაციის ავტორი და ასევე წამყვანი კვლევით და ანალიტიკურ ცენტრების კონტრიბუტორი.