ღია კარის დღე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს
ღია კარის დღე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს – ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური პლათფორმაა
ხელოვნური ინტელექტის შექმნა და განვითარება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საქართველოში კი ეს მიმართულება ჯერ ახლა იდგამს ფეხს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით ყველაზე გამორჩეულია. უნივერსიტეტში სტუდენტები აკადემიური პერსონალის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და სასწავლო პროცესებში ჩართვაზე.
ღია კარის დღე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს – ეს კი ის უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 13 ოქტომბერს გაიმართება. პლათფორმის შემქმნელი მეორეკურსელი გეგა თათულიშვილია. მისი განმარტებით, ღია კარის დღეს მთლიანად ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს.
ღია კარის დღე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს, 13 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის კი ეს პირველი პროექტი არაა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩართული. Digital Mind ასევე BTU-ში შექმნილი ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტია. ეს არის ციფრული მანქანა, რომელსაც შეუძლია სწავლება, კონსულტირება, პროცესების ადმინისტრირება და სხვა ტექნიკური საკითხების ადმინისტრირება.