გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის!
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს გერმანული ენის ზოგადი და სპეციალიზებული საზაფხულო კურსების დასაფინანსებლად გერმანიის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტიპენდიების, კონკურსისა და წინაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია DAAD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 1 დეკემბერი.
შემოთავაზებული კურსების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით DAAD თბილისის საინფორმაციო ცენტრს: [email protected].