გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)! ორმხრივი თანამშრომლობა
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის და ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი*
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით.
შენიშვნა: ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განაცხადი მომზადებულია ერაზმუს+ პროგრამაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, შერჩეულ სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ერაზსმუსის გრანტით. ინფორმაცია ცნობილი გახდება ა/წ სექტემბერში.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 13 ივნისის 13:00 საათისა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა);
– მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1) დამოწმებული მხოლოდ აპლიკანტის ხელმოწერით) იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი
- ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (შეფასების საშუალო ქულის მითითებით) (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება BTU-ს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– გასაუბრება კობლენცის კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების
- პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისა, 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი.დამატებითი ინფორმაცია:
- ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების და საგნების ჩამონათვალი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.