ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას რექტორის ასისტენტის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას რექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
1. რექტორის შეხვედრების კოორდინაცია, დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რექტორის გადაწყვეტილებების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
2. რექტორის სახელზე მიღებულ მომართვებზე წერილობითი რეაგირება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
3. სატელეფონო და ელექტრონულ პლატფორმებზე შეტყობინებების მიღება, უკუკავშირის მომზადება, რექტორთან შეთანხმებით წარდგენა;
4. რექტორის საქმიანი კალენტრის წარმოება;
5. რექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
6. უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
7. რექტორის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ C1 დონე);
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 1000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]