გაფართოებული რეალობის ხელოვნების ნიმუშებთან ინტეგრაცია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტურ სტარტაპთან საქართველოს ეროვნული მუზეუმი იწყებს თანამშომლობას.
აპლიკაცია „არეალი“ ხელოვნების ნიმუშებთან ვირტულაურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. აპლიკაცია შეიქმნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, სტარტაპ კომპანია ,,არეალთან’’ თანამშრომლობით.
პირველ ეტაპზე მომზადდა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, ნიკო ფიროსმანაშვილის 18 ნამუშევრის ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია – აუდიო და ტექსტური ჩანაწერებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
პროექტის შემდგომ ეტაპებზე, ვიზიტორთათვის აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.
პრეზენტაციაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ვირტუალური მუზეუმის კონცეფცია, რომლის განვითარებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობენ.