განვითარების სამსახურის მენეჯერი – ვაკანსია
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განვითარების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები;
- უნივერსიტეტში ფინანსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
- ფინანსების მოზიდვის კამპანიების ორგანიზება;
- უნივერსიტეტის დონორების აღიარება სათანადო პროცედურების შესაბამისად;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ფონდებთან კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე;
- საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის თანამშრომლების მონაწილეობის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო პროექტებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიება;
- სამეცნიერო,სწავლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ერთიანი საგრანტო ბაზის შექმნა და განახლება;
- უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების საგრანტო პროგრამების თაობაზე;
- უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში კონსულტაციის გაწევა;
- უნივერსიტეტის ბრენდის ჩამოყალიბების საკითხებზე მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
- პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უნივერსიტეტის განვითარებისათვის დაფინანსების წყაროების მოძიებაში დახმარების გაწევა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული ინიციატივების გავრცელების ხელშეწყობა;
- დაფინანსებული პროექტების ეფექტურად მართვის ხელშეწყობა;
- განვითარების სამსახურის ვებგვერდის ადმინისტრირება;
- განვითარების სამსახურის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების საგრანტო გააცხადების მომზადება და შესაბამის სამიზნე ჯგუფებში გავრცელება.
- და შესწავლა;
- სხვა საქმიანობა, რომელებიც უკავშირდება საგრანტო საკითხებსა და უნივერსიტეტის მიზნებს.
სავალდებულო მოთხოვნები:
- არანაკლებმაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- გრანტების მართვის გამოცდილება;
- საერთაშორის ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა – დონეC1; (სხვა ენების ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 სექტემბერი.