განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საბჭო
საქართველოში განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შეიქმნა საბჭო რომლის პირველი სხდომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა.
საბჭოს მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭო დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებით, წარმომადგენლდებით კერძო და საჯარო სექტორიდან.
მუშაობის ფარგლებში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, მოხდება სხვადასხვა პროექტების ინიცირება და მათი განხორციელების მექანიზმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.