ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგარი განვითარების პოლიტიკისთვის
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის განხორციელების ვადები: 2022-2025 წლები
დაფინანსების სქემა: Jean Monnet Actions – Jean Monnet Module
აკრონიმი: EU-Energy-SSDP
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
EU-Energy-SSDP – „ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგარი განვითარების პოლიტიკისთვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.
ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება და სწავლება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან – ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც პროექტი ფოკუსირდება.
პროექტის აქტივობებს შორის არის:
- 2 ახალი სასწავლო კურსის შემუშავება:
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის: „ევროპის კავშირის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა“ (6 ECTS)
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის: „განახლებადი ენერგიის პოლიტიკა ევროპის კავშირსა და საქართველოში“ (6 ECTS)
- საზაფხულო სკოლის ორგანიზება თემაზე: ევროპის კავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიისთვის
- კვლევითი კომპონენტი: “Renewable energy sources utilization in Georgia and its compliance with EU agenda”
- EU4ENERGY კვირეული