ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე მეექვსე და ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps პროგრამის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
გერმანულენოვანი სასწავლო მიმართულება (ბაკალავრიატი) : საინფორმაციო ტექნოლოგიები
ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულება (მაგისტრატურა): ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS (განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც ბაკალავრიატის ხარისხი მინიჭებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ან ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი*.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 15 აპრილის 13:00 საათისა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა);
- მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე)
- გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1; დამოწმებული მხოლოდ აპლიკანტის ხელმოწერით) (იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი)
- ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (შეფასების საშუალო ქულის მითითებით) (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ (სპეციალური ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა).
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისა, 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს ერაზმუსის კონკურსებში მონაწილეობის პროცესს;
- მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი სასწავლო პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
- ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.