• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

ახალი ამბები

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ DevOps ინჟინერი

  • Categories ახალი ამბები
  • Date აპრილი 1, 2022

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps-ის მიმართულებით, რეგიონში ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა დანერგილი. მსოფლიო მასშტაბით, DevOps ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიციაა ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოში კი მისი სწავლება აკადემიური პროგრამის ფარგლებში პირველად BTU-ში მიმდინარეობს.

წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეისწავლოთ DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში?

  1. გახდი მოთხოვნადი კადრი

DevOps-ის მიმართულებით კადრები იზრდება ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment და სხვა. აქედან გამომდინარე, პროგრამის კურსდამთავრებული დასაქმებას საერთაშორისო მასშტაბით, უდიდეს Tech კომპანიებში შეძლებს. ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი. პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან.

  1. შეისწავლე მუდმივად განახლებადი საგნები და გაეცანი საერთაშორისო ტრენდებს

BTU-ში ყოველსემესტრულად მიმდინარეობს შესასწავლი საგნების განახლება მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით.

სავალდებულო სასწავლო კურსები:

  • LINUX – გაღრმავებული კურსი
  • ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS)
  • ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით
  • არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)
  • ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციული მართვა – Agile
  • კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS)
  • კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible)
  • ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია
  • კვლევის მეთოდები
  • მართვის ავტომატური სისტემები – Kubernetes
  • სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი: სამაგისტრო ნაშრომი

არჩევითი სასწავლო კურსები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების მართვა
  • მოლაპარაკებები და ფასილიტაცია
  • სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
  • ღრუბლოვანი სერვისი AWS CloudFormation
  • Linux უსაფრთხოება
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების მართვა საერთაშორისო სტანდარტებით (ITIL)
  • მონიტორინგის სისტემები
  • ავტომატური სისტემების უსაფრთხოება

3. მოიპოვე საერთაშორისო სერტიფიცირება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი AWS Academy-ს პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.  AWS Academy-ს პარტნიორი ამ ეტაპზე რეგიონის სხვა არც ერთი აკრედიტებული სასწავლებელი არაა. AWS Academy-ს სერვისებითა და მხარდაჭერით ისარგებლებენ BTU-ს DevOps სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. ეს სიახლე მათ პროფესიული განვითარებისა და წარმატებით დასაქმების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მისცემს.

4. მიიღე ცოდნა საერთაშორისო დონის ლექტორებისგან

BTU-ს პრაქტიკოსი ლექტორები ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბით წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. აქედან გამომდინარე, მათი სტუდენტები, სხვადასხვა საგნის ფარგლებში, უახლეს ტენდენციებს პრაქტიკულად ეცნობიან. გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილების პროფესორებთან ერთად, სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციები არიან ჩართულნი.

5. ისარგებლეთ ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, საერთო სამუშაო სივრცეებითა და დასაქმების პროგრამებით

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სხვადასხვა ტექნოლოგიური ლაბორატორია და საერთო სამუშაო სივრცე ფუნქცნიორებს, სადაც სტუდენტებს საკუთარ პროექტებზე მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე – ჯგუფურად შეეძლებათ. რაც შეეხება დასაქმების პროგრამებს, BTU-ში აქტიურად ფუნქცნიორებს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს საქართველოში პირველად – საერთაშორისო დასაქმების ფორუმებს სთავაზობს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლაბები შემდეგი მიმართულებებით:

  • Android & iOS
  • ინდუსტრია 4.0
  • Blockchain
  • კიბერუსაფრთხოება
  • ხელოვნური ინტელექტი
  • განახლებადი ენერგიები

ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

პროგრამის დასახელება: ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps

პროგრამის საფასური: 2950 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი (Master of Information Systems)

პროგრამაზე ჩაბარების პროცედურა:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • BTU-ში სპეციალობის გამოცდა;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან შესაბამისი ტესტის დაწერა BTU-ში.

პროგრამით დაინტერესებულებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

  • Share:
Elene Lomsadze

Previous post

აკადემიურ კონკურსში მონაწილე პირთა გასაუბრების განრიგი
აპრილი 1, 2022

Next post

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია)
აპრილი 4, 2022

You may also like

276122891_1582309852153280_4962124721928552073_n
ეკონომიკის ისტორია & პანდემიები, ომები და ფინანსური ბაზრები
1 ივლისი, 2022
Newsletter
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი | Newsletter 2022
30 ივნისი, 2022
ladosirdadze
BTU-ს ასოცირებული პროფესორის სწავლების მეთოდებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა
27 ივნისი, 2022

ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გადამზადების პროგრამა ამოქმედდა

BTU-სა და ბრაგანჩას ურთიერთთანამშრომლობა

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის

VR გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის BTU-ს ახალ ტექლაბში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19