ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ბიზნესისა და ფინანსების მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის რჟეშოვის უნივერსიტეტში (პოლონეთი)
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date სექტემბერი 20, 2021
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება,
დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების
დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პროფესორებმა არაუგვიანეს ა/წ 18 ოქტომბრის 14 საათისა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- პუბლიკაციების სია (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების
მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე) - მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი
(არსებობის შემთხვევაში) - პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]-ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების
სამსახურის მიერ; - გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაცია:
ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ ლექტორებს, რომელთაც რამდენიმესემესტრიანი უწყვეტი თანამშრომლობა აკავშირებთ უნივერსიტეტთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
You may also like
FIVEG აკადემია ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტთან, Nokia და TIM-თან ერთად ბტუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს 7 თვიან მაღალრეიტინგულ ტრენინგ პროგრამას ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული …
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში (სლოვენია)!
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სავალდებულოა, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება) მობილობის მიზანი: 32 საათიანი სალექციო კურსის (კვირაში 8 საათი) შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. სასწავლო მიმართულებები: Marketing Business Management გთხოვთ, იხილოთ ლუბლიანას ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის პროგრამები. …
ორი სადიპლომო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია პროგრამის დასახელება: Master in Management სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 60 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2022/2023 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2023/2024 სასწავლო წელი პროგრამის …