ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის ან/და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
სასწავლო მიმართულებები ენების მიხედვით:
- ინგლისურენოვანი პროგრამები: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები;
- იტალიურენოვანი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან იტალიური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი*.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 25 თებერვლის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected].
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა);
- მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
- ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ (სპეციალური ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა).
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისა, 2021/2022 წლის გაზაფხულის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
გაეცანით საინფორმაციო ბროშურას, რომელიც დეტალურად აღწერს ერაზმუსის კონკურსებში მონაწილეობის პროცესს;
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი და იტალიურენოვანი სასწავლო პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.