ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის
რჟეშოვის უნივერსიტეტი, პოლონეთი
მიმართულებები: მენეჯმენტი, ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი
მიმართულებები: ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: 8 საათიანი სალექციო კურსის შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, დღიური სტიპენდია: 140 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პროფესორებმა, მოწვეულმა ლექტორებმა არაუგვიანეს ა/წ 7 ნოემბრის 14 საათისა
უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის ასლი
- შევსებული სამუშაო გეგმა (რჟეშოვის უნივერსიტეტი – დანართი 1; რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – დანართი 2; დამოწმებული დეკანისა და აპლიკანტის ხელმოწერით)
- წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დოკუმენტი სავალდებულოა მხოლოდ რჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველი პროფესორებისთვის/ლექტორებისთვის. ელ-ფოსტაზე მეილით მიღებული თანხმობა საკმარისია, არ არის საჭირო ოფიციალური წერილი. წერილის მისაღებად CV-ისა და სალექციო თემატიკის გადაგზავნა ხდება პოლონური მხარის საკონტაქტო პირთან: [email protected])
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected] -ზე გადმოგზავნა პროფესორების, მოწვეული ლექტორების მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებს; ასევე მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც 2 ან მეტი სემესტრის მანძილზე ასწავლიან ბტუ-ში (სავალდებულოა, სალექციო დატვირთვა გაზაფხულის სემესტრშიც);
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected] -ზე.