ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამა კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამა კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის!
მიმართულებები: ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები, ეკონომიკა
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (სასურველია, ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება)
მობილობის მიზანი: სალექციო კურსების შეთავაზება მასპინძელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 8 კვირა (სექტემბრის შუა რიცხვები-ნოემბრის შუა რიცხვები ან ნოემბრის შუა რიცხვები-იანვრის შუა რიცხვები)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას (360 ევრო) + დღიურ სტიპენდიას: 140 ევრო მობილობის მე-14 დღემდე, აღნიშნული თანხის 70% მე-14 დღიდან მობილობის დასრულებამდე დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა ლექტორებმა არაუგვიანეს ა/წ 30 მარტის 16:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის ასლი
- შევსებული სამუშაო გეგმა (დანართი 1; დამოწმებული დეკანისა და აპლიკანტის ხელმოწერით)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებს; ასევე მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც 2 ან მეტი სემესტრის მანძილზე ასწავლიან ბტუ-ში (სავალდებულოა, სალექციო დატვირთვა შემოდგომის სემესტრშიც);
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.