ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა BTU- ს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის
დაიწყო განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტში, ირლანდია.
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მოქმედი TOEFL, IELTS – მინიმუმ B2 დონე, CAE – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 2020 წლის 24 მარტის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ);
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- საინფორმაციო ბროშურა (დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს);
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected] –ზე.