დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
- Categories ბრძანებები
- Date აგვისტო 15, 2022
დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
1 | დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 16.08-30.08.2022 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ბმულზე |
2 | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 31.08.2022 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 01.09.2022 | www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. email: [email protected] | ||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 02.09.2022 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 05.09.2022 | www.btu.edu.ge | |
3 | გასაუბრება საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან | 06-07.09.2022 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით. |
გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 08.09.2022 | www.btu.edu.ge | |
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: | |||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 09.09.2022 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. email: [email protected] | |
2. საბოლოო შედეგების გამოცხადება | 12.09.2022 | www.btu.edu.ge | |
4 | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება | 13.09.2022 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა. სამუშაო საათები: 1000-1800 სთ. |
5 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 14.09.2022 | |
6 | ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება | 16.09.2022 | |
7 | სასწავლო პროცესის დაწყება | 19.09.2022 |
რეგისტრაციის პროცედურა და წარსადგენი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
- შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა);
- სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
- CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ);
- ფოტოსურათი 3×4;
- მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში);
- სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- დოქტორანტობის კანდიდატი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განცხადების და ხელშეკრულების კანონიერი წარმომადგენელის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, ასევე წარსადგენია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- კონკურსის პირველი ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება-დადასტურება, ასევე, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების არარსებობის შემთხვევაში უცხოურ (ამ დებულებაში მითითებულ შემთხვევებში – ასევე, ქართულ) ენაში გამოცდის (ტესტირება, ზეპირი, წერითი ან კომბინირებული ფორმა) ჩაბარება და მოთხოვნილ დონეზე ფლობის დადასტურება, რაც არის დაშვების პირობა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე/გამოცდებზე (თუ ეს გამოცდა/გამოცდები გათვალისწინებულია პროგრამის კურიკულუმში), რომლითაც უნდა მოხდეს მოთხოვნილ სფერო(ებ)ში კომპეტენციის დადასტურება. კონკურსის პირველი ეტაპის დაძლევა (ყველა ზემოთ მოთხოვნილი პირობის დაკმაყოფილება) არის კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვების წინაპირობა;
- კონკურსის მეორე ეტაპი – დოქტორანტობის კანდიდატი გადის საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრებაზე და წარადგენს კვლევის ხედვას (საკვლევი თემა/პრობლემა და მისი აქტუალობა, პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგები, მათი გავლენა კვლევის სფეროზე და ა.შ.).
- პირი დოქტორანტურაში შეიძლება ჩაირიცხოს თუ დააკმაყოფილებს პროგრამაზე სწავლისთვის დადგენილ ყველა პირობას. ჩარიცხვა ხდება გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ფარგლებში, კონკურსის შედეგების საფუძველზე;
- თანაბარქულიანი დოქტორანტობის კანდიდატთა შემთხვევაში მხედველობაში მიიღება: კვლევის ხედვაში მიღებულ შეფასება, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა/რაოდენობა; სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა; სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები და მასალები (სერტიფიკატები, პატენტები, ა.შ.).
You may also like
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია; მარკეტინგი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია, ასისტენტ-პროფესორი – 04 …
სდოქტორო პროგრამის – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში აპლიკანტების საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები.
დოქტორანტურის კანდიდატთა სია, რომლებმაც საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგად, არსებული ვაკანტური ადგილების გათვალისწინებით, მოიპოვეს სადოქტორო პროგრამაზე – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში ჩარიცხვის უფლება: 010****0694 010****5837 010****0897
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა – შედეგები
დოქტორანტურის კანდიდატთა სია, რომლებმაც საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგად, არსებული ვაკანტური ადგილების გათვალისწინებით, მოიპოვეს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება: 010****4944 010****3209 010****8574