DOGGO 1.0 ჰაკათონი BTU-ს სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის
გამარჯვებული გუნდი მიიღებს:
I ადგილი – 5,000₾ + პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
II ადგილი – 3,000₾ + პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
III ადგილი – 2,000₾ + პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
სურვილისამებრ, დასაქმება/სტაჟირება;
ჰაკათონის თემა: კიბერ ნაგაზის DOGGO -ს შექმნა.
ჰაკათონში მონაწილეობა BTU-ს ყველა სტუდენტს შეუძლია, გუნდები BTU-ს 3 სტუდენტისგან უნდა ფორმირდეს, რომელთაც დამატებით ერთი სკოლის მოსწავლე დაემატება. (სკოლის მოსწავლეების დამატებას გუნდში, უზრუნველყოფს BTU.)
BTU-ს სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/3avep66zmwNdKCFG8
ინფორმაცია დავალების შესახებ: სისტემა უნდა წარმოადგენდეს ინტერნეტ-ბრაუზერის გაფართოებას (extension) და უნდა ქონდეს კიბერ-უსაფრთხოებაზე ორიენტირებული უნარები.
ვიზუალური და გრაფიკული თვალსაზრისით სისტემა რეალიზებული უნდა იყოს ძაღლის (ნაგაზის) სახით და ასრულებს სხვადასხვა ქმედებებს.
ჰაკათონი ჩატარდება: 18-21 ნოემბერს
18 ნოემბერი 19:00 საათი – ჰაკათონის გახსნა და დავალების წარდგენა, მუშაობის დაწყება
19 ნოემბერი – მუშაობა დავალებაზე
20 ნოემბერი – მუშაობა დავალებაზე
21 ნოემბერი – 10:00 საათი – დავალებაზე მუშაობის დასრულება და საბოლოო ნამუშევრის გადმოგზავნის ბოლო ვადა
21 ნოემბერი – 14:00 საათი – პრეზენტაციები და გამარჯვებულის გამოვლენა