დავით სიხარულიძე
დავით სიხარულიძე არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი. იგი სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებზე: იყო საქართველოს პარლამენტის მოწვეული ექსპერტი, ასევე მრჩეველი ეკონომიკის მიმართულებით და საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert-ის ეკონომიკის ექსპერტი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეტროპოლიტენის სახელმწიფო უნივერსიტეტებში (აშშ), ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის მაკროეკონომიკური კვლევის აკადემიაში (ჩინეთი). Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო რჟშეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი), მისკოლჩის უნივერსიტეტსა (უნგრეთი) და პოზნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) ლექციების წასაკითხად სტრატეგიული მენეჯმენტში.
2005 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს სალექციო კურსებს ქართულ და ინგლისურ ენებზე (საერთაშორისო ბიზნესი, კვლევის მეთოდები, საერთაშორისო მეწარმეობა, სტრატეგიული მენეჯმენტი); ბიზნესისა და ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. დავით სიხარულიძე არის მრავალი სამეცნიერო–კვლევითი საგრანტო პროექტის მონაწილე (როგორც პროექტის თანაავტორი, ხელმძღვანელი, კოორდინატორი, წამყვანი მკვლევარი, მოწვეული ექსპერტი და ა.შ.). მისი უშუალო ხელმძღვანელობით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დასრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი სამეცნიერო ოთხი საგრანტო კვლევითი პროექტი და მიმდინარეობს მეხუთე.