• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • აკადემიური პერსონალი
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English
BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • აკადემიური პერსონალი
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

ახალი ამბები

BTU-მ ბიბლიოთეკის ახალი კონცეფცია წარადგინა – განახლებული ციფრული მედიათეკა და პროექტები

  • Categories ახალი ამბები
  • Date ოქტომბერი 28, 2021

BTU-ს ბიბლიოთეკა ახალი კონცეფციით აგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს. განახლებული ციფრული მედიათეკა, პროექტები, სამეცნიერო ბაზები, უახლესი პროფესიული და სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე – ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც BTU-ს ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს.

BTU-ს ბიბლიოთეკის ახალი კონცეფციის პრეზენტაციაზე გამომცემლობა პალიტრა L – ის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ახალი წიგნების პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ თანამედროვე ბიბლიოთეკის როლსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა პროფესიული ლიტერატურის მნიშვნელობას:

„BTU-ს ბიბლიოთეკის ახალი კონცეფცია გულისხმობს ძალიან მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს მთელი წლის განმავლობაში, რომლებიც განკუთვნილია არამხოლოდ BTU-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბიბლიოთეკა შეიძლება დღეს იყოს შედარებით დახურული სივრცე, მაგრამ რეალურად ის უნდა ასრულებდეს ერთგვარი საცავის ფუნქციას საგანმანათლებლო სივრცეში, უნდა იყოს ცოდნის გაზიარების ცენტრალური ობიექტი. ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ღონისძიებებს ვატარებთ, დაწყებული ციფრული წიგნიერების პროექტების განვითარებიდან, დასრულებული ტექნოლოგიური უნარების განვითარებით 60 ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის. ვავსებთ ჩვენს ფონდს მრავალფეროვანი რესურსებით, ვიწყებთ აკრძალული წიგნების კვირეულს, სამეცნიერო საათების ორგანიზებას, იმ მულტიმედია ფონდის შევსებას, რომელიც 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია, გაზიარებული იყოს მთელი მოსახლეობისთვის“, – განმარტა ნინო ენუქიძემ.

რაც შეეხება წიგნებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ წარადგინა, მათი ჩამონათვალი ასეთია: „პროდუქტის მენეჯმენტი მარტივად“, „ციფრული მარკეტინგი მარტივად“ და „Post კორონა“. წიგნებზე ისაუბრეს კონსულტანტებმა, რომელთაც თავიანთ სფეროში უკვე საკმარისი გამოცდილება დააგროვეს და ამის სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობაც აქვთ.

პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელის ნაია აბაშიძის თქმით, გამომცემლობისა და BTU-ს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და პროფესიული ლიტერატურა კიდევ უფრო მეტი მკითხველისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

„ჩვენი თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ახალ საფეხურზე გადავა“, – აღნიშნა მან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი გამომცემლობები და ბიბლიოთეკები.

BTU-ს ბიბლიოთეკა ფეხს უწყობს ლიტერატურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა. ცოტა ხნის წინ ის Banned Books Week-ში ჩაერთო და დავით გორგილაძის ვებინარს უმასპინძლა, რამაც სტუდენტები განსაკუთრებით დააინტერესა.

ბიბლიოთეკაში მოქმედებს სამეცნიერო საათები მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც ისინი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხსა და კვლევაზე ესაუბრებიან და მათს შეკითხვებს სცემენ პასუხებს.

იმისათვის, რომ სტუდენტებმა თავადაც საინტერესო და ღირებული კვლევები მოამზადონ, მათ წვდომა უნდა ჰქონდეთ სამეცნიერო ბაზებზე და კარგად იცნობდნენ საკვლევ თემაზე არსებულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, ბიბლიოთეკამ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზებზე წვდომა მისცა. მათ შორის არის: MIT – Technology review, Harward business review, MIT Sloan management review, The Economist, Scopus, Cambridge University journals და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ BTU-ს ბიბლიოთეკის სამსახური მუდმივად აწვდის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უახლეს სტატიებსა და ჟურნალებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მათ უწევს კონსულტაციას და ეხმარება სტატიების გამოქვეყნებაში სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალებში.

  • Share:
Elene Lomsadze

Previous post

EURAXESS საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით BTU საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლებს
ოქტომბერი 28, 2021

Next post

საინფორმაციო შეხვედრა - კიბერდანაშაულის, მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ
ოქტომბერი 28, 2021

You may also like

Untitled-1-11-758×398
BTU-ში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განხორციელდება
16 აგვისტო, 2022
296470197_23851386817730556_140655558975668786_n
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
16 აგვისტო, 2022
295945750_1104936940407082_7280904118950114899_n
BTU საერთაშორისო ინიციატივა Moving Worlds-ის პარტნიორი გახდა
16 აგვისტო, 2022

ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs) BTU, სამოქმედო გეგმა 2021-2022

ჯონ რაიანის მასტერკლასი

Les Roches-ს კურსდამთავრებულთა სემინარი

BTU-სა და EKIMO-ს მიერ ჩატარებული HealthTech ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19