ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა და საერთაშორისო შეჯიბრში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას! ნული ნარჩენი (zero waste) – ეს არის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ თითქმის ნულამდე იქნას ნარჩენის …
Big idea challenge-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. სოციალური გავლენის კატეგორიაში საქართველოდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა Zero Effect-მა გაიმარჯვა. ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიაში საქართველოდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა Beauty Lab App–მა გაიმარჯვა. Zero …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს. სტატუსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე შექმნან სტარტაპი და ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით. ზოგადად, სტარტაპ სტატუსის მინიჭება და მისი მხარდაჭერა მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. რიგ ქვეყნებში ამ სტატუსს სახელმწიფო …
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში BTU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება ასევე, რეკომენდაციები მედიაწიგნიერების …
BTU-ს მეწარმეობის ცენტრის და EFSE-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის და EFSE-ს ერთობლივი პრე-აქსელერატორის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შეიძინონ ბიზნესის განვითარებისა და მართვისათვის საჭირო უნარები და შეძლონ საკუთარი იდეების კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 25 …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სასწავლო პროგრამებითაა ცნობილი, ამჯერადაც უპრეცედენტო სამაგისტრო სასწავლო მოდული ინერგება. ,,ინდუსტრია 4.0’’ – ასე ჰქვია მოდულს და ის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტების სწავლებას გულისხმობს. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სრულიად მენეჯმენტის ახალი სასწავლო მოდული – ინდუსტრია 4.0 იქმნება. სასწავლო მოდულის შესაქმნელად ბელგიური, შვედური, პორტუგალიური და სხვა წამყვანი ინსტიტუციური და კორპორაციული პარტნიორები ერთიანდებიან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერივერსიტეტში განმარტავენ, რომ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის ახალი მოდულის შექმნა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის …
ფრილანსინგი ანუ დასაქმება თავისუფალი პირობებით წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2020 წელი კი ამ მიმართულებით განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კოვიდ19–ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ძალიან ბევრ კომპანიას საქმიანობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწია და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ფრილანს თანამშრომლებზეც. ეს ტენდენცია …
შემოგვიერთდით, 27 ივლისს 19:00 საათზე ვებინარზე – როგორ ჩავაბარო საერთო სამაგისტრო გამოცდა? გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია
წარმატებული დასაქმება ყველა სტუდენტის მიზანია და მათი მთავარი მოთხოვნა ნებისმიერი სასწავლო პროგრამის მიმართ სწორედ ისეთი განათლებაა, რომელიც დასაქმებაში ან საკუთარი საქმის დაწყებასა და წარმატებით მართვაში დაეხმარება. ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამ მიმართულებით გამორჩეული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო თუ …