Newsletter 2023 | იანვარი, თებერვალი, მარტი.
2023 წლის 5 აპრილს, BTU-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) თანამშრომლობით, დისტანციურ ფორმატში საქართველოს და უკრაინის სამეწარმეო ეკოსისტემის წევრი სტარტაპებისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა ციფრულ ტრანსფორმაციაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. …
UNICEF – გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, “ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისათვის” შეხვედრა BTU-ში გამართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ და იმსჯელეს ერთობლივ ინიციატივებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების უნარების განვითარების სამოქმედო გეგმა …
საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება. გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო, საზოგადოება პროფესიებს კვლავაც „კაცისა და ქალის საქმეებად“ ჰყოფს. შედეგად კი, ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ოცნებების ასრულებასა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად …
BTU AI-ს ფარგლებში, ვებ გვერდზე ყოველკვირეულად ახლდება საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი. მასალები რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება და სხვადასხვა პროცესებში ინერგება ხელმისაწვდომია BTU-ს ვებ გვერდზე: …
BTU-ში “გაერთიანებული სამეფო – საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამის” ფარგლებში – “ქალები კიბერუსაფრთხოებაში” შეხვედრა გაიმართა. UKGCP ხორციელდება დიდი ბრიტანეთის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ და მას ახორციელებს კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში არიან ბრიტანული და ქართული ორგანიზაციები: TAG International, BAE Systems, Royal …
კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერა – ამ მიზნით საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვას ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის შესახებ. კამპანიის …
BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. სპიკერი: ანა უგულავა – მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, “აწარმოე საქართველოში” თარიღი და დრო: 5 აპრილი 17:00 საათი …
ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, BTU ვიშეგრადის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. Education4Entrepreneurship – მასშტაბური საერთაშორისო პროექტი მეწარმეობის მიმართულებით. პროექტი მეწარმეობის მიმართულებით ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე ფოკუსირებული საზაფხულო სკოლებისა …
პროექტის ფარგლებში, წიგნის შინაარსი, ვიზუალიზაცია, სახელწოდება, სრულად შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. AI Book Series – სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით, აგრეთვე მთარგმნელების, რედაქტორების, კორექტორთა ჯგუფის მუშაობის შედეგად გენერირებული AI წიგნების ქართულენოვანი ვერსიების დამუშავებასა და გამოცემას გულისხმობს.