Case Interview- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, BTU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის Case Interview საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 26 ოქტომბერს 19:00 საათზე ჩატარდება.
საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავებული ინტერვიუების სერია დასაქმების სურვილის მქონე სტუდენტებისთვის, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული გასაუბრებები გაიარონ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან და მათგან მიიღონ საჭირო რჩევები და რეკომენდაციები.
აღნიშნული პროცესი სტუდენტებს მოამზადებს რთული გასაუბრებებისთვის რაც კარიერული ზრდის სხვადასხვა ეტაპზე დაეხმარებათ.