BTU Veli.Store-თან თანამშრომლობას აანონსებს – მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და Veli.Store-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაგეგმილია აქტივობები, რომლებსაც სამომავლოდ BTU და Veli.Store ერთობლივად განახორციელებენ. მათ შორისაა:
- ტრენინგები;
- პანელური დისკუსიები;
- სემინარები და ვორქშოფები;
- კონკურსები/იდეათონები/ჰაკათონები;
- BTU-ს სტუდენტებისთვის მოწყობილ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა და სხვა.
თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-სა და Veli.Store-ს ორგანიზებით უკვე გაიმართა ტესტერის კონკურსი, სადაც მონაწილეობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები და პროექტ ,, 500 ქალი ტექში’’ ბენეფიციარები იღებდნენ. პროექტის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტრონული კომერციის შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
- არჩილ ფირიაშვილი , Veli.Store-ის CEO
- ნინი ჩაჩანიძე – Veli.Store-ის სამომხმარებლო გამოცდილებს ხელმძღვანელი
- მარიამ ცანავა – Veli.Store-ის ბრენდის ხელმძღვანელი შეხვედრის მოდერატორი გახლდათ BTU-ს მოწვეული ლექტორი და Soplidan.ge-ს დამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი.
დისკუსიის ფარგლებში, პანელისტებმა ისაუბრეს როგორც ელექტრონული კომერციის გამოწვევებზე, ისე თავად Veli.Store-ის შექმნის იდეასა და ბიზნესის სამომავლო განვითარების გეგმებზე.
შეხვედრაზე პანელისტებმა ასევე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: რა მნიშვნელობა აქვს ბრენდს ბიზნესში, როგორ შევქმნათ დადებითი სამომხმარებლო გამოცდილება და ა.შ.
პანელური დისკუსიის ბოლოს, BTU-ს სტუდენტებმა Veli.Store-ისგან მიიღეს პირველი იდეათონის დავალება, რომელში გამარჯვებულებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ.