BTU-ში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, Android & iOS ლაბი გაიხსნა
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, Android & iOS ლაბი გაიხსნა. ამ სივრცეში, USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 13 სექტემბერს iOS და Android-ის მიმართულებით 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები დაიწყება.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას:
Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. Android studio-ს გარემოში მუშაობა
2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
3. Android-ის აპლიკაციების შექმნა
4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება
iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
- Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა
- Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
- iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა
- აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
- აპლიკაციის App Store-ზე განთავსება
BTU-ში, აღნიშნული კურსების ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება. სტუდენტები, ასევე, შეძლებენ, შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
პროექტის მიზანია საქართველოში iOS/Android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.