BTU-ში ყოველწლიური სტუდენტური სტარტაპების დემო ჩატარდა
BTU-ს ყოველწლიური სტუდენტური სტარტაპების დემო დღის გამარჯვებულია, სტარტაპი 300წავლებლო.
საუკეთესო სტარტაპ იდეებით, სტუდენტების შერჩეული ჯგუფები, პარტნიორი ჟიურის წინაშე წარსდგნენ.
გამარჯვებული სტარტაპი – 300წავლებლო – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მოსწავლე-მასწავლებელს ერთმანეთთან. ასევე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია სწავლება აძლევს საშუალებას, გახდეს 300წავლებლოს პედაგოგი.
პედაგოგებს აქვთ საშუალება ატვირთონ საკუთარი კურსები და დავალებები, რომელსაც გაყიდიან.
სტუდენტური სტარტაპების დემო დღის ჟიურის წევრები:
- თიბისის სტარტაპერი და IT აკადემია – ნიკოლოზ კირკიტაძე
- თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკი – გოგა საათაშვილი
- სტარტაპ ბიურო – გური ქოიავა
- სამბრელა – დავით სხილაძე
სტარტაპების დემო დღის გამარჯვებულს, 300წავლებლოს გადაეცა
- თიბისის სტარტაპერი IT აკადემია – ინდივიდუალური კონსულტაციები
- თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკი – მენტორშიპის პროგრამა და ბიზნეს გეგმის განვითარება
- სამბრელა – სარეკლამო ვიდეორგოლი
- სტარტაპ ბიურო – ბილეთები სტარტაპ ბიუროს ყველა ღონისძიებაზე გუნდის ყველა წევრისთვის
გამარჯვებულის გარდა, დასახელდნენ ჟიურის რჩეულები:
- თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკი – ურიგო და სტუმრობა – მენტორშიპის პროგრამა
- თიბისის სტარტაპერი IT აკადემია – ურიგო – MVP
- სტარტაპ ბიურო – სტუმრობა – ბილეთები სტარტაპ ბიუროს ყველა ღონისძიებაზე გუნდის ყველა წევრისთვის
- სამბრელა – TravelBud – უფასო ვიდეო რგოლი
სტარტაპების დემო დღის მოსამზადებელი Bootcamp, თიბისის პროგრამა სტარტაპერმა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: ბიზნეს მოდელის ვორქშოპი, წარმატებული პრეზენტაციის ვორქშოპი.
დემო დღე საშუალებას აძლევს BTU-ს ბაკალავრიატის ისევე როგორც მაგიტრატურის სტუდენტებს წარადგინონ საკუთარი იდეები დემო დღის პარტნიორების წინაშე და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ სხვადასხვა ტიპის ჯილდო და მხარდაჭერა.