BTU-სა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ორგანიზებით სტუდენტებისთვის Booking.com-ის მასტერკლასი ჩატარდა
BTU-სა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ორგანიზებით სტუდენტებისთვის Booking.com-ის გადახდების ხელმძღვანელმა ჯილ ებანოიძემ მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: “ინოვაციები ელექტრონულ საგადახდო სისტემებში”.
მასტერკლასის მიზანი სტუდენტებისთვის ელექტრონული კომერციის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ჯილ ებანოიძის მდიდარი გამოცდილების გაზიარება გლობალური ბრენდების – eBay.com, Booking.com მიერ გადახდების ორგანიზებასა და ბიზნესის მართვაში სტუდენტებს დაეხმარება საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარების სწორი ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებასა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება და მალე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვან წილს დაიკავებს ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დაინტერესებული სტუდენტების ინფორმირება, ცოდნის გავრცელება, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.