BTU-ს სტუდენტები Nasa-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
185 ქვეყანა და 30 000-ზე მეტი მონაწილე – BTU-ს სტუდენტები Nasa-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.
7-8 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.
ვილნიუსში ჩატარებულ კონკურსში BTU-ს სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
BTU-ს სტუდენტები, ნათია ზარიძე და ელენე წერეთელი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვილნიუსში ყოფნისას, კურსელებთან ერთად, დავალების შესასრულებლად 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
,,ჩვენ შევქმენით თამაში MARSEOPOLIS სადაც მომხმარებელს შეუძლია შექმნას მაქსიმალურად ადამიანთან მიმსგავსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელიც შემდეგ კოსმოსში გაემგზავრება. ყოველი ეტაპის შემდეგ მომხმარებელი იღებს ინფორმაციას კოსმოსის შესახებ და ეცნობა მის გარშემო საინტერესო ფაქტებს. პროექტის მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად კარგად წარმოგვეჩინა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მეცნიერებისა თუ სხვა პროფესიის ადამიანების კოსმოსში გაფრენის დროს უჩნდება. პროექტის ფარგლეში გვინდოდა წარმოგვეჩინა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა და მისი გავლენა ადამიანზე’’ – ნათია ზარიძე, BTU-ს სტუდენტი.
გამარჯვეულ გუნდს საპრიზო თანხა გადაეცათ და როგორც გამარჯვებულებს, აქვთ უფლება გაემგზავრონ Nasa-ში.