BTU-ს პირველკურსელი მაგისტრანტები ყველაზე მოთხოვნად ტრენინგებს სრული დაფინანსებით მიიღებენ
ტრენინგების სერია უნივერსიტეტის მიერ სრულად ფინანსდება და მისი ბენეფიციარები სამაგისტრო პროგრამებზე ახლადჩარიცხული კანდიდატები ხდებიან.
BTU-ს სტრატეგიაა, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, სფეროში არსებული უახლეს ტრენდებსა და ტენდენციებს არ ჩამორჩნენ. უნივერსიტეტი მუდმივად აახლებს სიას იმ სფეროების შესახებ, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში და რომელში ცოდნის გაღრმავებაც მნიშვნელოვანია სტუდენტების წარმატებით დასაქმებისთვის.
მაგისტრანტების ინტერესების მაქსიმალურად დაცვიდან გამომდინარე მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები არასამუშაო დროს იგეგმება. მაგისტრანტების უდიდესი ნაწილი მუშაობს და ამ გარემოების ხელშეწყობა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
სწავლის დასრულებისა და მაგისტრის დიპლომის მიღების შემდეგ კურსდამთავრებული BTU-ს დაფინანსების სქემაში კვლავ რჩება. უნივერსიტეტის მიერ შექმნილი უწყვეტი განათლების პროგრამა კურსდამთავრებულს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახალი ცოდნის მიღების, სხვადასხვა უნარის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში აღნიშნული პროგრამა უპრეცედენტოა.