BTU-ს ორგანიზებით „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების“ ტრენინგი ჩატარდა
- Categories ახალი ამბები
- Date ოქტომბერი 25, 2021
კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო თვისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვორქშოფების 2021 წლის შემოდგომის სესია „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების“ ტრენინგით გაგრძელდა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ა/წ 22 ოქტომბერს 14:30 საათზე.
შეხვედრა უძღვებოდა ექსპერტი, პროფესორი ანდრო გოცირიძე.
ღონისძიებას ფიზიკურ ფორმატში სკოლის 11 მოსწავლე დაესწრო რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.