BTU ქართული სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ანტრეპრენერებთან ერთად Startup Talks იწყებს
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, Startup Talks-ის სერიებს იწყებს. შეხვედრების მიზანია იმ სტარტაპებისა და ანტრეპრენერების მხარდაჭერა, რომლებიც განვითარების მხრივ პირველ ნაბიჯებს დგამენ და სურთ შეიტყონ მეტი გამოცდილი დამფუძნებლებისგან.
Startup Talks-ის სპიკერები იქნებიან წარმატებული ანტრეპრენერები საქართველოდან, რომლებიც მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის მონაწილეები და/ან გამარჯვებულები არიან. ონლაინ შეხვედრების სერიის ფარგლებში, სტარტაპების დამფუძნებლები გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ისაუბრებენ სამომავლო გეგმების შესახებ და უპასუხებენ დამსწრეთა შეკითხვებს.
Startup Talks-ის პირველი შეხვედრა ჩატარდება 30 სექტემბერს, სტარტაპ Cargon-ის დამფუძნებელთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს აქსელერატორი -“500 Startups-ის“ ერთ-ერთ გამარჯვებულთან – ვანო ჩალაძესთან. CARGON არის ვებპლატფორმა და მობილური აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის მომსახურებას როგორც დამკვეთისთვის, ასევე – ექსპედიტორისთვის.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია 29 სექტემბრის 18:00 საათამდე.
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფ ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, 2019 წლიდან სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პრაქტიკულ ტრენინგებს, ვორქშოპებსა თუ ლექციებს, სტარტაპის განვითარების პროცესში მათ დასახმარებლად. ამ და სხვა ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მეწარმეობის ცენტრის ვებ-გვერდს და თვალი ადევნეთ BTU-ს ფეისბუქ გვერდს.