BTU-მ USAID-ის მხარდაჭერით iOS/Android Development-ის მიმართულებით 48 ბენეფიციარი გადაამზადა
USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში iOS/Android Development Lab-ი დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც 48 ბენეფიციარმა, 6-თვიანი ინტენსიური გადამზადების კურსი, iOS და Android Development-ის მიმართულებებით, გაიარა. აღსანიშნავია რომ, მონაწილეთა 40%-ს გოგონები წარმოადგენდნენ.
გადამზადების ბოლო ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის 24 თებერვალს, ბენეფიციართა საბოლოო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთაშორისო ბაზარზე მონაწილეთა დასაქმების ხელშეწყობისთვის.
კურსი მოიცავდა როგორც თეოირულ, ისე – პრაქტიკულ კომპონენტებს. თეორიულ ნაწილს ლექტორები: ნიკა ტაბატაძე და ნიკა კირკიტაძე უძღვებოდნენ, ხოლო პრაქტიკული ნაწილები მოიაზრებდა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების, TBC-ისა და Noxtton-ის, ტექ დავალებებს.
პარტნიორმა კომპანიებმა ბენეფიცარებს iOS/Android კურსებისთვის დაუწერეს ტექნიკური დავალებები, რომლებზეც აპლიკანტები დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
Noxtton-ის დავალება ეხებოდა მობილურ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და ეფექტურად შეამოწმონ დოკუმენტაცია სატრანზიტო ან დანიშნულების ქვეყნის ხელისუფლების მიერ მგზავრისთვის დაწესებული სამგზავრო შეზღუდვების შესახებ.
TBC-ის ტექნიკური დავალება კი მოიაზრებდა სიმულაციური გვერდის შექმნას, საიდანაც მომხმარებელი ლარის ბალანსს ივსებს, თანხა კი ინახება მომხმარებლის ანგარიშზე შემდგომი ავტორიზაციის დროსაც. ასევე აპლიკაცია უნდა მოიცავდეს ვალუტის კურსების ფუნქციონალიც (ვალუტის კურსების კალულატორი, კონვერტაცია, ტოპ 50 კრიპტოვალუტის კურსი). მონაწილეებს შეეძლოთ სასურველი ღია API-ს გამოყენება.
ფინალური პროექტების წარდგენის ღონისძიებას პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვინაიდან გადამზადების ერთ-ერთი მიზანი ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობა, დასასაქმებლად კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო. რაც შეეხება პროექტის ბოლო კომპონენტს, მონაწილეებისთვის საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობა გაიხსნა, რომელიც აპლიკანტებმა მარტის ბოლომდე უნდა გაიარონ.