BTU-მ საერთაშორისო B2B აქსელერატორი დააფუძნა
ინოვაციური გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მსხვილი კომპანიების ოპერაციული თუ სხვა პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო კვლევების ჩატარება და ინოვაციური იდეების გენერირება – ამ მიზნების განსახორციელებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში B2B აქსელერატორი შეიქმნა.
წარმატებული სტარტაპის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული პრობლემების სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილების შექმნაა. პრობლემის სწორ ანალიზში კი კონკრეტულ სფეროში არსებული მოწინავე კომპანიების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, გამოწვევები, რომლების წინაშეც ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები დგანან, მცირე ზომის კომპანიებისთვისაც აქტუალურია.
ამ პროცესების გასააქტიურებლად და მიზნის მისაღწევად, BTU-ს B2B აქსელერატორი, აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მსხვილ ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან. აქსელერატორის ბაზაზე უკვე შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა პრობლემაზე დარგის ექსპერტების და მენტორების ჩართულობით იმუშავებს. აქსელერატორი აგრეთვე ითანამშრომლებს ანგელოზ ინვესტორებთან, იდეის საწყის ეტაპზე დაფინანსებისადა პროტოტიპირებისთვის.
B2B აქსელერატორს უკვე ჰყავს პირველი პარტნიორი. სამომავლოდ პარტნიორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.