BTU iOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა დაიწყო
BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა დაიწყო. გადამზადების პროგრამა Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად. Ios დეველოპმენტის საფუძვლებისა და პროგრამული ენა Swift-ის კურსი BTU-ს ლაბორატორიაში კომაროვოს სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება. კურსი BTU-ს მიერ სრული დაფინანსებით ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS ლაბორატორიაში. პროგრამა ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლის სკოლის მოსწავლეებს Swift პროგრამირების საფუძვლებს.
კურსი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში ბენეფიციარები შეისწავლიან არა მხოლოდ პროგრამირებას, არამედ კანდიდატები Swift-ის მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მოემზადებიან.
Swift პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებით იქმნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციები iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple TV-ის და Apple Watch-ისათვის.
ლაბის ფარგლებში გადამზადებულმა კანდიდატება უკვე შეისწავლეს Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა, Swift პროგრამირების ენა, iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა, აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება და აპლიკაციის App Store-ზე განთავსების მეთოდები. აღნიშნული გადამზადებული კანდიდატები ბავშვების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან.