BTU აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების სამუშაო სივრცის კურატორის/მეთვალყურის თანამდებობაზე
შპს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების სამუშაო სივრცის კურატორის/მეთვალყურის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
– სივრცეში მომუშავე სტუდენტებთან კომუნიკაცია, სამუშაო ინსტრუქციების გაცნობა;
– სტუდენტებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
– სამუშაო სივრცეში სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება;
– სივრცეში სამუშაო დისციპლინის ზედამხედველობა;
– ეთიკური ნორმების დაცვის კონტროლი;
– სამუშაო სივრცის კუთვნილი ინვენტარის ზედამხედველობა.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
– ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
– სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
– საოფისე პროგრამების ცოდნა;
– თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
– მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
– ყურადღება დეტალების მიმართ;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სამუშაო სივრცის კურატორი”.