BTU აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- BTU-ს განვითარების სტრატეგიის შესაბამისად მარკეტინგული კამპანიების და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
- უნივერსიტეტის ბრენდის პოზიციონირება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო პროგრამების, პროექტებისა და მიღწევების კომუნიკაცია;
- ციფრულ მარკეტინგულ არხებზე (ვებგვერდი, სოციალური მედია და სხვა) საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მიზნობრივ აუდიტორიებთან, მედიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- ღონისძიებების (პრესკონფერენციები, ბრიფინგები, პრეზენტაციები, ტრენინგები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა, კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასება, ანგარიშების მომზადება, სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და კოორდინატორების საქმიანობის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- გამართული წერითი/ზეპირი კომუნიკაცია
უპირატესობად ჩაითვლება
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
- ციფრული და AI წიგნიერება.
პიროვნული და მენეჯერული კომპეტენციები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
- დროის მართვისა და მულტითასქინგის უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N82, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი .შაბათ-კვირის გარდა.
- ყოველთვიური ანაზღაურება: 2 000 ლარიდან (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
განაცხადის წარდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 24 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV ქართულ ენაზე;
- პორტფოლიო ან განხორციელებული კამპანიების მაგალითები — არსებობის შემთხვევაში.
ელფოსტა: v[email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ: „მარკეტინგის მენეჯერი — სახელი, გვარი“.
შენიშვნა
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.