დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
| ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
| 1 | დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 10.08.2026 -10.09.2026 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად |
| 2 | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 14.09.2026 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82. დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
| გამოცდის შედეგების გამოცხადება | 16.09.2026 | https://btu.edu.ge/ | |
| გამოცდების შედეგების გასაჩივრება:
1. საპრეტენზიო განაცხადების მიღება |
17.09.2026 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. | |
| 2. შედეგების გამოცხადება | 18.09.2026 | https://btu.edu.ge/ | |
| 3 | შიდა გამოცდა საინფორმაციო ტექნოლოგიებში საჭიროების შემთხვევაში („ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ პროგრამაზე სწავლის დოქტორანტობის კანდიდატებისთვის) | 21.09.2026 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82. დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
| გამოცდის შედეგების გამოცხადება | 23.09.2026 | https://btu.edu.ge/ | |
| გამოცდების შედეგების გასაჩივრება:
1. საპრეტენზიო განაცხადების მიღება |
24.09.2026 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. | |
| 2. შედეგების გამოცხადება | 25.09.2026 | https://btu.edu.ge/ | |
| 4 | გასაუბრება საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან | 28.09.2026 –
29.09.2026 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82. დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
| გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 30.09.2026 | https://btu.edu.ge/ | |
| გასაუბრების შედეგების გასაჩივრება:
1. საპრეტენზიო განაცხადების მიღება |
01.10.2026 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. | |
| 2. შედეგების გამოცხადება | 05.10.2026 | https://btu.edu.ge/ | |
| 5 | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება | არაუგვიანეს 06.10.2026 | სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ– კვირის გარდა. სამუშაო საათები: 10:00- 18:00 სთ |
| 6 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 07.10.2026 | – |
| 7 | ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება | 07.10.2026 | – |
| 8 | სასწავლო პროცესის დაწყება | 12.10.2026 | – |
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“:
| დოკუმენტი | |
| I | სარეგისტრაციო ფორმის შევსება; |
| II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
| III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
| IV | მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთ დეტალურ სფეროში შემავალ სწავლის სფეროში (მოეთხოვება ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთ დეტალურ სფეროში შემავალ სწავლის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში).
ან მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით (მოეთხოვება წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრორების სფეროში. სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები) |
| V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
| VI | შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა) |
| VII | სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა |
| VIII | ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); |
| IX | დოქტორანტობის კანდიდატი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
| X | CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ). |
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“:
| დოკუმენტი | |
| I | სარეგისტრაციო ფორმის შევსება; |
| II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
| III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
| IV | მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი საჯარო მმართველობის, სამართლის, პოლიტიკის მეცნიერებების, მენეჯმენტის, ბიზნესის სფეროში (მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და საჯარო სექტორში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება)
ან მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით (მოეთხოვება წინარე ნაშრომი პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა და მუშოაბის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება საჯარო სექტორში/სფეროში). სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი დაგანათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები) |
| V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
| VI | შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა) |
| VII | სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა |
| VIII | ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) |
| IX | საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (შეიძლება დადასტურდეს: ვალიდური სერტიფიკატით ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დანართში მითითებული ინფორმაციით, რომელიც ადასტურებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უნარების არსებობას , ან სხვა.) |
| X | დოქტორანტობის კანდიდატი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
| XI | CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ). |
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
კონკურსის პირველი ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება/დადასტურება, ასევე, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების არარსებობის შემთხვევაში უცხოურ (ამ დებულებაში მითითებულ შემთხვევებში – ასევე, ქართულ) ენაში გამოცდის (ტესტირება, ზეპირი, წერითი ან კომბინირებული ფორმა) ჩაბარება და მოთხოვნილ დონეზე ფლობის დადასტურება, რაც არის დაშვების პირობა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე/გამოცდებზე (თუ ეს გამოცდა/გამოცდები გათვალისწინებულია პროგრამის კურიკულუმში), რომლითაც უნდა მოხდეს მოთხოვნილ სფერო(ებ)ში კომპეტენციის დადასტურება. კონკურსის პირველი ეტაპის დაძლევა (ყველა ზემოთ მოთხოვნილი პირობის დაკმაყოფილება) არის კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვების წინაპირობა;
კონკურსის მეორე ეტაპი – დოქტორანტობის კანდიდატი გადის საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრებაზე და წარადგენს კვლევის ხედვას (საკვლევი თემა/პრობლემა და მისი აქტუალობა, პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგები, მათი გავლენა კვლევის სფეროზე და ა.შ.).
პირი დოქტორანტურაში შეიძლება ჩაირიცხოს თუ დააკმაყოფილებს პროგრამაზე სწავლისთვის დადგენილ ყველა პირობას. ჩარიცხვა ხდება გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ფარგლებში, კონკურსის შედეგების საფუძველზე;
თანაბარქულიანი დოქტორანტობის კანდიდატთა შემთხვევაში მხედველობაში მიიღება: კვლევის ხედვაში მიღებულ შეფასება, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა/რაოდენობა; სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა; სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები და მასალები (სერტიფიკატები, პატენტები, ა.შ.).
თითოეული დოქტორანტისთვის კვლევის თემა, სადოქტორო ნაშრომის სათაური და დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა მტკიცდება სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორანტურაში ჩარიცხვისთანავე მაგრამ არაუგვიანეს დოქტორანტურაში სწავლის დაწყებისა.
პროგრამა ხელს უწყობს დოქტორანტებისთვის ისეთი კომპეტენციებისა და ტრანსფერული უნარების განვითარებას, როგორიცაა, მაგ.: კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, გრანტების მოძიება და ადმინისტრირება, ლიდერობა, ხელმძღვანელობა, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი, მონაცემთა ანალიზი, სწავლება (პედაგოგიური უნარები), სამეცნიერო ენაზე აზრის გადმოცემა და სხვა. პროგრამის სტრუქტურა მოიცავს სასწავლო კომპონენტს (არაუმეტეს 60 ECTS კრედიტი, მათ შორის არჩევით და სავალდებულო ნაწილს) და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს;
პროგრამის (კურიკულუმის) სასწავლო გეგმაში მითითებულია სასწავლო კურსების/სხვ., სამეცნიერო კვლევის პროექტის, კოლოკვიუმის, სამეცნიერო პუბლიკაციების შესრულების და სადოქტორო ნაშრომის დაცვის სავარაუდო პერიოდები (ადმინისტრირების გამარტივებისთვის – სემესტრები), რაც შეიძლება დარჩეს უცვლელი/შეიცვალოს დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო და/ან კვლევის გეგმ(ებ)ის შესაბამისად. საჯარო დაცვაზე სადოქტორო ნაშრომის წარდგენამდე აუცილებელია პროგრამის სასწავლო კომპონენტისთვის დადგენილი კრედიტების მიღება, სამეცნიერო კვლევის პროექტის, კოლოკვიუმის, სამეცნიერო პუბლიკაციების და წინამდებარე დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;
ინდივიდუალურ სასწავლო და კვლევით გეგმებს ადგენენ დოქტორანტი და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება დოქტორანტის ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე. გეგმაში აისახება სასწავლო კომპონენტის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები/სხვ. და მათი გავლის სემესტრებით გაწერილი გრაფიკი (გეგმაში რეკომენდაციის სახით შესაძლებელია მიეთითოს სასწავლო კურსები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პროგრამით და რომელთა შესწავლა არის სასურველი);
ინდივიდუალური კვლევის გეგმა დგება არაუგვიანეს ერთი თვისა დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან/სწავლის დაწყებიდან. გეგმა იქმნება კვლევის განხორციელებისა და სადოქტორო ნაშრომის მოსამზადებლად, გეგმამ ხელი უნდა შეუწყოს დოქტორანტს დოქტორანტის საკვლევი თემის შესაბამისად საქმიანობის წარმართვასა და სადოქტორო ნაშრომის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულებაში. კვლევის გეგმაში მოკლედ არის მოცემული კვლევის მიზანი, სადოქტორო ნაშრომის სტრუქტურა, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის განხორციელების სავარაუდოო განრიგი/გრაფიკი და სხვ. აუცილებელია ხელმძღვანელის მიერ დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის თანმიმდევრულად შესრულების პროგრესის პერიოდული დაკვირვება, უკუკავშირის მიცემა, დოქტორანტის პროგრესიაზე დაკვირვება და განმავითარებელი შეფასების მიცემა.

