ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მოახდინოს “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტის ადმინისტრირება;
- უზრუნველყოს დროული და მკაფიო კომუნიკაცია პროექტის მონაწილე მხარეებთან, ბენეფიციარებთან;
- უზრუნველყოს პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულება და ანგარიშგება;
- მოახდინოს პროექტის აქტივობების მუდმივი მონიტორინგი, პროგრესის ანალიზი და მოამზადოს შესაბამისი ანგარიშები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე);
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება
შენიშვნა: შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის საორგანიზაციო ჯგუფში და პასუხისმგებელი იქნება პროექტის მენეჯერთან.
პირობები:
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 2 წელი (01.02.2023-30.11.2023; 03.01.2024-31.12.2024); გამოსაცდელი პერიოდი: ორი თვე.
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 იანვარი, 2023;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected].