BTU აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის ასისტენტის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის თანამშრომლის (ბიბლიოთეკარის ასისტენტი) ვაკანსიაზე
პოზიცია: ბიბლიოთეკარის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 17:00-20:00 საათამდე, შაბათს 09:00-17:00 საათამდე
ანგარიშვალდებულია: ბიბლიოთეკის სამსახურის უფროსთან
დაწყების თარიღი: 2020 წლის მარტი
ძირითადი მოვალეობები:
- მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ და მკითხველის ბარათის გახსნა;
- სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ ლიტერატურის გაცემა, დაბრუნებული წიგნის შემოწმება და საცავში განთავსება;
- ბიბლიოთეკაში შემოსული მედიების ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში;
- საბიბლიოთეკო ფონდში ლიტერატურის დამუშავება, კატალოგირება, კლასიფიკაცია, მათი აღრიცხვა და შენახვა;
- ფონდების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული სახელმძღვანელოების, აუდიო-ვიდეო, საილუსტრაციო მასალების და სხვ. ფონდებიდან ამოღება (შესაბამისი წესის მიხედვით);
- სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
- მკითხველის მოთხოვნათა შესწავლა და მათი წინადადებების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება ბიბლიოთეკის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ბიბლოთეკის თანამშრომელმა უნდა იცოდეს:
- BTU-ს მისია, პრიორიტეტები, სტრუქტურა, შინაგანაწესი, ქცევის და სხვა მოქმედი წესები;
- ბიბლიოთეკით სარგებლობის პროცედურები და წესები;
- სამსახურის და საკუთარი ფუნქციები, დაქვემდებარების/ანგარიშვალდებულებების სისტემა;
- საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმართვის, კატალოგების შექმნის, სალიტერატურო ფონდის აღრიცხვისა და შენახვის წესები წიგნადი ფონდის ფორმირება და წარმოება საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად (საინვენტარო წიგნში გატარება; ელექტრონული კატალოგის შედგენა, კატალოგის წარმოება და სისტემატური განახლება; საბიბლიოთეკო წესით წიგნების დამუშავება);
- სტუდენტებისა და პერსონალისთვის ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მაგ., საორიენტაციო შეხვედრები, კონსულტაციები და ა.შ.), დახმარება ლიტერატურისა და სხვა რესურსების მოძიებაში, მათ შორის გარე წყაროებიდან (სხვა ბიბლიოთეკები);
- საბიბლიოთეკო რესურსების უზრუნველყოფისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება;
- ბიბლიოთეკის სივრცეების (ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო სივრცე, წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო სივრცე, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცე) და ბიბლიოთეკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონიტორინგი და მოწესრიგება;
- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში გამოყენებულ ლიტერატურაზე წვდომის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკაში.
- სხვა მოვალეობები ბიბლიოთეკის სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბიბლიოთეკო სფეროში მუშაობის არანკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
- ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები
- ორაგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 თებერვალი