BTU აგრძელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის HEIn4-ის აქტივობების განხორციელებას.
2023 წლის 5 აპრილს, BTU-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) თანამშრომლობით, დისტანციურ ფორმატში საქართველოს და უკრაინის სამეწარმეო ეკოსისტემის წევრი სტარტაპებისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა ციფრულ ტრანსფორმაციაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
Digital Transformation Gaps in Industry 4.0-ის შესახებ ისაუბრეს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა (ბელგია) და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორებმა და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია მე-4 ინდუსტრიული რევოლუცისა და ევროპული გამოცდილებების, გამოწვევების შესახებ.
HEIn4 პროექტის სტრატეგიული მიზანია: საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით.
პროექტის პარტნიორები:
ევროპული უნივერსიტეტები და ორგანიზაციები:
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია (პროექტის კოორდინატორი)
პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სტოკჰოლმის ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი
გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია
საქართველო:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პროექტის ლიდი საქართველოდან)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
უკრაინა:
უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის ლიდი უკრაინიდან)
დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
ოდესის ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი
ფესტოს საწარმო