ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტების საყურადღებოდ!
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას 2021 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ იაპონიის საელჩოში საქართველოში.
პროგრამის გაიდლაინიებისა და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – საბაკალავრო პროგრამა:
2020 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით;
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – მკვლევარების პროგრამა:
2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.
პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში, რომლებსაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ. საელჩო გასაუბრებაზე მიიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.
კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელეფონი: +995 32 275 21 11
ელ-ფოსტა: [email protected]