ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს I ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს I ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით
- კონკურსი ცხადდება შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ აფილირებული აკადემიური პერსონალის I-ტიპის შერჩევის მიზნით, 15 ვაკანტურ ადგილზე, 2 წლის ვადით, შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით:
- ციფრული ეკონომიკა
- ციფრული მარკეტინგი
- მეწარმეობა და ინოვაციები
- ფინანსები
- ხელოვნური ინტელექტი
- ინფორმაციული სისტემების მართვა
- კიბერუსაფრთხოება
- განათლების ტექნოლოგიები
- ჯანდაცვის ტექნოლოგიები
- ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში
- მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი ბიზნესი
- აგრარული ტექნოლოგიები
- სამართლის ტექნოლოგიები
- უსაფრთხოების კვლევები
- კონკურსში მონაწილეობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
2.1. კონკურსში მონაწილეობისას ბტუ-ში აკადემიური თანამდებობის დაკავება;
2.2 კონკურსანტების შერჩევისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიერ ინდივიდუალური დატვირთვის სქემაში მითითებული აქტივობები და შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა.
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
3.1. I. – საკონკურსო საბუთების შესწავლის ეტაპი;
3.2. II.- კონკურსანტთა შეფასების ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება);
იხილეთ აფილირების მსურველის შეფასების ფორმა.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე ბტუ-ს ფორმით ;
- შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა);
- კონკურსანტის განახლებული CV (ბტუ-ს ფორმით), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, მის მიერ შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან შესაბამისობა.
- კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 10.12.2024.
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 11.12.2024 – 16.12.2024 (18:00 საათი).
- საკონკურსო კომისიის და საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 17.12.2024.
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 18.12.2024-20.12.2024.
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 23.12.2024.
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 24.12.2024 (18:00 საათი).
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და შედეგების
- გამოცხადება: 25.12.2024.
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 26.11.2024-27.12.2024.
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 31.12.2024.
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების რეგლამენტი თითოეული კონკურსანტისთვის შეადგენს არაუმეტეს 20 წუთს;
- ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესის და დამატებითი პირობები, შესავსები ფორმები, გასაუბრების განრიგი, საპრეტენზიო განცხადებების განხილვის განრიგი, კონკურსის შედეგები და სხვ. იხილეთ ბტუ-ს ვებგვერდზე (www.btu.edu.ge);
- საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების წარდგენა ხდება ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით;
- საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე;
- საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღების და კონკურსთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ელ.ფოსტა – [email protected].