ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი UNESCO-ს “ინფორმაცია ყველასთვის” პროგრამის პრესტიჟული პროექტის განხორციელებას იწყებს!
“Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia” – BTU-ს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ემსახურება მონაწილეთა ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული უნარების გაზრდას. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს ქალების მონაწილეობას ტექნოლოგიებში და გაზრდის მათ მზაობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, UNESCO-ს მხარდაჭერით, ჩატარდება ინფორმაციული და ციფრული წიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, ტექ ინგლისურში, ინფორმაციულ წიგნიერებასა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გადამზადდებიან ქართველი და უკრაინელი დევნილი ქალები; ასევე, შეიქმნება პროგრამის კურსამთავრებულთა ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის ცოდნის გაზიარებას, კომუნიკაციას და პროექტის მდგრადობას.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მონაწილეთა შერჩევა და ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს.
პროექტის სამიზნე აუდიტორია: 16 წლიდან ზემოთ მყოფი ქართველი და უკრაინელი დევნილი ქალები
BTU ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც UNESCO-ს “ინფორმაცია ყველასთვის” პროგრამის დაფინანსება მოიპოვა 2022 წლის კონკურსის მიმდინარეობისას.