ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას აფილირებული აკადემიური პერსონალის აყვანის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს
განაცხადების მიღებას აფილირებული აკადემიური პერსონალის აყვანის მიზნით
- დაიწყო განაცხადების მიღება შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ II-ტიპის აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით, ბტუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით:
1.1. ციფრული ეკონომიკა: ციფრული ბაზრის ტენდენციების, ციფრული ეკონომიკის რესურსების შესწავლა, სავაჭრო ურთიერთობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების სიღრმისეული კვლევა და საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
1.2. ციფრული მარკეტინგი: ციფრული მარკეტინგის ტენდენციების და თანამედროვე დოქტრინული მიდგომების კვლევა, ციფრული მარკეტინგის ანალიტიკური ინსტრუმენტების კვლევა, მონაცემთა ანალიზი ციფრულ მარკეტინგში;
1.3. მეწარმეობა: მიკრო, მცირე, საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომის შეფასების სიღრმისეული კვლევა. ტექნოლოგიური ტრანსფერის კვლევა, სტარტაპ ეკოსისტემის კვლევა;
1.4. ხელოვნური ინტელექტი: ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პერსპექტივის კვლევა, მისი სხვადასხვა დარგში დანერგვის შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევა თანამედროვე ტენდენციების საფუძველზე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ციფრულ მმართველობაში;
1.5. ინფორმაციული სისტემების მართვა – DevSecOps ჩარჩო და მისი დანერგვის მოდელები, აპლიკაციების კოდის კომპონენტის უწყვეტი ინტეგრაციის პროცესი, მონიტორინგის სისტემების როლი მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში, კონტეინერიზირებული ინფრასტრუქტურები, თანამედროვე აიტი ინფრასტრუქტურის მართვა კოდის მეშვეობით, მაღალი დატვირთვის მქონე საწარმოო გარემოში ახალი ციფრული პროდუქტის გაშვების სტრატეგიები და მოდელების კვლევა;
1.6. კიბერუსაფრთხოება: კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კვლევა, მათი საქართველოში დანერგვისთვის საჭირო მოდელის ანალიზი, კიბერშეტევების მახასიათებლების გაანალიზება, კიბერშეტევებთან, კიბერომთან მიმართებით მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელახალი განმარტების შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მაგალითზე კიბერთავდაცვითი მექანიზმების განვითარების კვლევა;
1.7. მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი ბიზნესი: განახლებადი ენერგიების დანერგვის მექანიზმების, პერსპექტივის და გამოწვევების კვლევა, ეკონომიკური ეფექტის, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების საკითხების ანალიზი;
1.8. სამართლის ტექნოლოგიები: ციფრული მმართველობა, საჯარო სამსახურებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ელექტრონული ხელმოწერები და ელექტრონული შტამპები, ტექნოლოგიების რეგულირების სამართლებრივი და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, ტექნოლოგიური სამართლის კვლევების განვითარება.
1.9. უსაფრთხოების კვლევები – ეროვნული უსაფრთხოება; ეროვნული თავდაცვა; პოლიტიკის მეცნიერებები; საერთაშორისო ურთიერთობები.
- აფილირების მსურველი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმებია:
2.1. განაცხადის შემოტანის მონაწილეობისას ბტუ-ში აკადემიური თანამდებობის დაკავება;
2.2 აფილირების მსურველი პირის შერჩევისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიერ ინდივიდუალური დატვირთვის სქემაში მითითებული აქტივობები და შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან აფილირების მსურველი პირის კვალიფიკაციის შესაბამისობა.
- აფილირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე ბტუ-ს ფორმით;
- შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა);
- განახლებული CV(ბტუ-ს ფორმით), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, მის მიერ შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან შესაბამისობა.
- განაცხადების მიღებასთან დაკავშირებული ვადებია
- განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 20.09.2023;
- განაცხადების მიღება: 20.09.2023– 29.09.2023 (18:00 საათი);
- განაცხადების შესწავლა: 02.10.2023-05.10.2023;
- აფილირების შეთანხმებების გაფორმების თაობაზე წარდგინება: არაუგვიანეს 06.10.2023.
- ინფორმაცია აფილირების წესის და დამატებითი პირობების, განაცხადების განხილვის, საბოლოო შედეგების შესახებ და შესავსები ფორმები იხილეთ ბტუ-ს ვებგვერდზე (www.btu.edu.ge);
- აფილირების განაცხადებიმიიღება ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]);
- აფილირების განაცხადების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე;
10. აფილირების განაცხადების მიღებასა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოებს ელ.ფოსტაზე – [email protected]