ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეწარმეობის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეწარმეობის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტარტაპების და მეწარმეთა ხელშემწყობი პროექტების ინიცირება და განხორციელება როგორც სტუდენტებისთვის, ისე გარე ბენეფიციარებისთვის;
** მეწარმეობის ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების და ახალი პროექტების რაოდენობრივი და თვისობრივი ზრდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ცენტრის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
** ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მიმართულებით კვლევითი პროექტების ინიციირება და მართვა;
** მეწარმეობის მიმართულებით დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება, (პროექტის ეტაპების შემუშავება, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, ანგარიშების წარმოება, შედეგების ანალიზი);
** მეწარმეობის მიმართულებით BTU-ს სასწავლო მასალის განახლებაში მონაწილეობა;
** ბტუ-ს სტუდენტებთან და პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განსახორციელებლად (გამოკითხვები, ინდივიდუალური შეხვედრები);
** ცენტრის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ C1 დონე);
** ინოვაციების, მეწარმეობის ან/და ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი, 2023 წელი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]