ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევების ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევების ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ცოდნის გავრცელების მიზნით კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციებისა და სხვ. ღონისძიებების დაგეგმვა, სამეცნიერო კრებულების, მონოგრაფიების, სტატიების, სახელმძღვანელოების მომზადების ხელშეწყობა;
- კვლევებსა და სხვადასხვა პროექტებში ბტუ-ს პერსონალისა და სტუდენტების ჩართვა, კვლევითი მიმართულებით სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობის ხელშეწყობა,
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ხელშეწყობა; - სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის კვლევით ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებაში ბტუ-ს პერსონალისა და სტუდენტების ჩართვა;
- ბტუ-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო რესურსის მობილიზება, დონორებთან ურთიერთობა, კვლევების კომერციალიზაციაზე მუშაობა და სხვა;
- ცენტრის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სახის მასალების (ბუკლეტებისა და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის) მომზადებაში მონაწილეობა;
- ბტუ-ში კვლევითი პროექტების განხორციელების ადმინისტრირება: პროექტების შესრულების შუალედური და დასკვნითი ანგარიშების მიღება, შემოწმება და შენახვა, საგრანტო დაფინანსების ხარჯვის კონტროლი და გასაწევი/გაწეული ხარჯების მიზნობრიობის შემოწმება;
- ბტუ-ში აფილირებული პერსონალის კვლევითი საქმიანობის დოკუმენტების ადმინისტრირება: სამუშაოს შესრულების შუალედური და წლიური ანგარიშების მიღება, შემოწმება და შენახვა;
- ბტუ-ს პერსონალის კვლევითი საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება, ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე);
- კვლევითი საქმიანობის ან კვლევითი პროცესის ადმინისტრირების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 1500 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]