ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დასაქმების ფორუმის ორგანიზება;
- საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების მოძიება;
- შრომის ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება;
- სტუდენტების, კურსდამთავრებულების და ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობა;
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების სტატისტიკის მუდმივი წარმოება;
- სტუდენტების და კურსდამთავრებულების ბიზნეს კომუნიკაციის ნაწილში მხარდაჭერა;
- სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის უნივერსიტეტში არსებული ვაკანსიებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
- კარიერული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების (WORD/EXCEL/PPT)საშუალო დონეზე ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- დისციპლინირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ების მიღების ბოლო ვადაა 23 ივლისი.