ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ და მკითხველის ბარათის გახსნა;
- სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ ლიტერატურის გაცემა, დაბრუნებული წიგნის შემოწმება და საცავში განთავსება;
- ბიბლიოთეკაში შემოსული მედიების ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში;
- საბიბლიოთეკო ფონდში ლიტერატურის დამუშავება, კატალოგირება, კლასიფიკაცია, მათი აღრიცხვა და შენახვა;
- ფონდების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული სახელმძღვანელოების, აუდიო-ვიდეო, საილუსტრაციო მასალების და სხვ.;
- ფონდებიდან ამოღება (შესაბამისი წესის მიხედვით);
- სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
- მკითხველის მოთხოვნათა შესწავლა და მათი წინადადებების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება ბიბლიოთეკის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
- ბიბლიოთეკის სივრცეების (ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო სივრცე, წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო სივრცე, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცე) და ბიბლიოთეკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონიტორინგი და მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბიბლიოთეკო სფეროში მუშაობის არანკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
- ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმართვის, კატალოგების შექმნის, სალიტერატურო ფონდის აღრიცხვისა და შენახვის წესები წიგნადი ფონდის ფორმირება და წარმოება საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად (საინვენტარო წიგნში გატარება; ელექტრონული კატალოგის შედგენა, კატალოგის წარმოება და სისტემატური განახლება; საბიბლიოთეკო წესით წიგნების დამუშავება);
- სტუდენტებისა და პერსონალისთვის ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მაგ., საორიენტაციო შეხვედრები, კონსულტაციები და ა.შ.), დახმარება ლიტერატურისა და სხვა რესურსების მოძიებაში, მათ შორის გარე წყაროებიდან (სხვა ბიბლიოთეკები);
- საბიბლიოთეკო რესურსების უზრუნველყოფისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება;
- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში გამოყენებულ ლიტერატურაზე წვდომის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკაში.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ების მიღების ბოლო ვადაა 23 ივლისი.